საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - სამეწარმეო განათლება უმაღლესი განათლების სფეროში

2023 წლის 3 ნოემბერს, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „სამეწარმეო განათლება უმაღლესი განათლების სფეროში“.

 

პრეზენტაცია  წარადგინა ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა  იოჰანეს ლინდნერმა 

 

პრეზენტაცია ჩატარდა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის,  სოციალური ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პროფესორის, ანასტასია ქიტიაშვილის ინიციატივითა და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის “Skills4Jobs TA Project”-ის მხარდაჭერით.

 

გლობალიზაცია და ტექნოლოგიური პროგრესი გავლენას ახდენს  ჩვენს ცხოვრებაზე, სამუშაოსა და სწავლა-განათლებაზე. ეს ცვლილებები მოითხოვს სამეწარმეო აზროვნების უკეთ განვითარებას ახალგაზრდებსა და მომავალ თაობაში, რაც გამოწვევაა საქართველოსთვის.

 

პრეზენტაციის ძირითადი თემები იყო:

  • რატომ არის მნიშვნელოვანი სამეწარმეო განათლება (კომპეტენციები და აზროვნება) უმაღლესი განათლების სფეროში?
  • როგორ შეიძლება განხორციელდეს სამეწარმეო სწავლება უმაღლესი განათლების სფეროში? ფაკულტეტზე

 

შეხვედრის დამსწრეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

თარიღი: 07/11/2023